ქვეწარმავლების გამოჩენის პერიოდი და ფოტოსესია გველებთან – გაფრთხილება ტურისტებს

„გიურზის გავრცელების არეალი იწყება კახეთიდან, სამხრეთ ნაწილიდან, შემდეგ ქვემო ქართლი და სომხეთის საზღვარი. ალაგ-ალაგ ყველგან არის კონკრეტული ადგილები საქართველოში, სადაც გიურზა ბინადრობს,“- აღნიშნული განცხადება, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჰერპეტოლოგმა შოთა ზანდუკელმა „მედიცენტრ მთავარში“ გააკეთა.

როგორც ჰერპეტოლოგმა „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, ქვეწარმავლები მარტის შუა რიცხვებიდან აქტიურდებიან, ზაფხულის ცხელ დღეებში კი, ისინი მხოლოდ დილით გამთენიისას და ღამე გამოდიან.

„ქვეწარმავლების სეზონი და აქტიურობის პერიოდი იწყება მარტის შუა რიცხვებიდან, ხოლო აპრილის შუა რიცხვებიდან მაისის ბოლომდე მათთვის აქტიური პერიოდია. ივნისი – აგვისტო მათთვის მოქმედი თვე არის, შემდეგ უკვე ქვეწარმავალი გადადის ღამის და გამთენიის ცხოვრებაზე. სექტემბრის, ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება ესე. საქართველოში, ამიერკავკასიაში და აზიაში კობრის სახეობების შემდეგ გიურზაა. თუმცა, მოსახლეობას შეუძლია იყოს მშვიდად, რადგან ასეთი შემთხვევები არის ძალიან ცოტა. იყო შემთხვევა, როდესაც თბილისის ტერიტორიაზე მოხდა გიურზის დაჭერა,“- განაცხადა შოთა ზანდუკელმა.

როგორც შოთა ზანდუკელმა “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, გიურზა, შესაძლებელია, თბილისში სატვირთო ავტომობილებს გამოყვეს: “როცა სამშენებლო მასალები სატვირთო მანქანებით შემოდიან ქალაქში, შესაძლებელია, გველი ტრანსპორტში აცურდეს და დედაქალაქში, სადაც ეს ტრანსპორტი გაჩერდება, იქ ჩამოვიდეს. ერთადერთი გზა გიურზის ქალაქში შემოსვლის ესაა. “

ჰერპეტოლოგი აღნიშნავს, რომ საქართველო გამორჩეულია სხვადასხვა სახის ქვეწარმავლების სიმრავლით, ამიტომ ტურისტები დიდი ნაწილი ქვეწარმავლებთან სურათებს იღებს.

„საქართველოს ტერიტორია გამორჩეულია ქვეწარმავლების სახეობების სიმრავლით და მათთან შეხვედრის ალბათობა მაღალია. არის ტურისტების დიდი ნაწილი, რომელიც ბუნების ამ ქმნილებით მოხიბლული, შეიძლება არ უყვარდეს და ხელით ვერ ეხებოდეს, თუმცა ფოტო გადაღებას აწარმოებს ინტენსიურად და ასეთ შემთხვევებში სიფრთხილეა საჭირო,“- აღნიშნა შოთა ზანდუკელი „მედიაცენტრ მთავარში“.


მსგავსი თემები