ამ დროსათვის, ჭავჭავაძის გამზირზე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო, შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია აქციის 6 მონაწილე.
დაკავებული მოქალაქიდან ერთ-ერთი EMC-ს თანამშრომელი ცოტნე ცხვედიანია. დაკავებულები არიან ასევე, გიორგი კობახიძე, გიორგი სოფრომაძე, ვახუშტი მენაბდე და დავით სუბელიანი. მათ ინტერესებს EMC-ს ადვოკატები დაიცავენ.
აქციის დროს დაკავებულები ვაკის პოლიციაში არიან გადაყვანილი, ამის შესახებ შსს-ში აცხადებენ.