,,მსოფლიოს ესმის ჩვენი პოზიცია, ერთად გავზრდით უკრაინის პოტენციალს”- ზელენსკი

,,მსოფლიოს ესმის ჩვენი პოზიცია -მსოფლიოს დიდ ნაწილთან გვაქვს ურთიერთგაგება უკრაინისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე და ჩვენ ერთად გავზრდით უკრაინის პოტენციალს”,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა დიდ შვიდეულს და აღნიშნა, რომ  უკრაინა დიდი შვიდეულის მუშაობის საპატიო მონაწილე იყო.

,,მსოფლიოს ესმის ჩვენი პოზიცია. უსაფრთხოების დაცვა და გარანტიები, ჩვენი ყველა ტერიტორიისა და ჩვენი ხალხის დაბრუნება, სამართლიანობა, ჩვენი მშვიდობის ფორმულის განხორციელება. მსოფლიოს დიდ ნაწილთან გვაქვს ურთიერთგაგება ყველა საკითხზე, რომლებიც უკრაინისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთად გავზრდით უკრაინის პოტენციალს. უკრაინა იყო დიდი შვიდეულის მუშაობის ნამდვილად საპატიო მონაწილე. უკრაინის საკითხი იყო მთავარი, ხოლო პატივისცემა ყველა უკრაინელის მიმართ განსაკუთრებული. მადლობელი ვარ დიდი შვიდეულის. შედგა შეხვედრა პრეზიდენტ ბაიდენთან და როგორც ყოველთვის, ასეთი მოლაპარაკებების შემდეგ, ჩვენ კიდევ უფრო ძლიერები ვხდებით”,- განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები