ქარელში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ავარის საპატრულო პოლიციის 2 თანამშრომელი ემსხვერპლა.
დაღუპულები ვანო ბასანიძე და გურამ ქარელი არიან.
გავრცელებული ინფორმაციით, გაჩერებულ საპატრულო ეკიპაჟს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი შეეჯახა. ორივე პოლიციელი ადგილზე დაიღუპა.