საქართველოში გახსნილ საარჩევნო უბნებზე თურქეთის ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვა – ერდოღანი დამარცხდა

საქართველოში გახსნილ საარჩევნო უბნებზე თურქეთის ოპოზიციონერმა კანდიდატმა ქემალ ქილიჩდაროღლუ გაიმარჯვა.

საინფორმაციო სააგენტო Anadolu-ს ინფორმაციით, პარალელური დათვლით, დათვლილია ხმების 100%, რომლის თანახმადაც, ქემალ ქილიჩდაროღლუს 63.58%, რეჯეფ თაიფ ერდოღანს კი 31.34% აქვს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოში მყოფ თურქეთის მოქალაქეთა შორის აქტივობამ, 43.93% შეადგინა. 1013 საპრეზიდენტო ბიულეტენიდან 8 გაბათილდა.

წინასწარი მონაცემებით, თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რადგან 50%-იანი ზღვარი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა. ერდოღანს ამ დროისთვის 49.42% აქვს, ქილიჩდაროღლუს კი 44.95%.

მსგავსი თემები