ავტოსაგზაო შემთხვევა მაგისტრალზე – არიან დაშავებულები

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე, კრწანისის ტყე-პარკთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ერთმანეთს “ნისანისა” და “ტოიოტას” მარკის ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარება და საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.

მსგავსი თემები