,,უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების ვალდებულება არცერთ ქვეყანას არ აუღია”- დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებასთან დაკავშირებით დაპირება, ჯერჯერობით, არცერთი ქვეყნისგან არ მიუღია.

თუმცა, მისივე თქმით, ზოგიერთი ქვეყნის მთავრობამ უკრაინელი მფრინავების მომზადების ორგანიზება თავის თავზე აიღო.

„ჯერჯერობით არცერთ ქვეყანას არ აუღია თავის თავზე მოიერიშე თვითმფრინავების მოწოდების ვალდებულება. მაგრამ ზოგიერთმა მთავრობამ, მაგალითად, ბრიტანეთმა, გამოაცხადა მზადყოფნა დასავლურ მოიერიშე თვითმფრინავებზე უკრაინელი პილოტების მომზადებასთან დაკავშირებით – სხვები ამას მალე გააკეთებენ”, – განაცხადა კულებამ.

 

მსგავსი თემები