,,თუ შეურაცხადი იყო, მაშინ იქ სხვებს რატომ არ დაერია?”- ავტობუსში მოკლული ქალის დედა

ავტობუსში, მეუღლის მიერ მოკლული ქალის დედა,  თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელმაც ბრალდებულს 20-წლით პატიმრობა შეეფარდა, უკმაყოფილოა.

ხათუნა ნაჭყებიას განცხადებით, მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებული ფსიქიკურად სრულიად ჯანმრთელი იყო და მეუღლის მკვლელობა წინასწარ დაგეგმა.

„როგორ შეიძლება ადამიანი შეურაცხადი იყოს, როცა ის ცოლს კლავს, ამ დროს შვილს ძალიან ფაქიზად იგერიებს. შეურაცხადისთვის ამ დროს ხომ სულ ერთია, ცოლია თუ შვილი? ამაზე პასუხი გამცეს ადვოკატმა. თუ შეურაცხადი იყო, მაშინ იქ სხვებს რატომ არ დაერია? იქ ჩემი უფროსი ქალიშვილიც იყო თავისი შვილებით. არავინ მითხრას, რომ ეს დაგეგმილი არ იყო! იმ ღამით, როდესაც მე მათთან სტუმრად ვიყავი, ის ძალიან ჩუმად იყო, რაც არ სჩვეოდა. სიტყვა არ უთქვამს. ვიკითხე კიდევაც, რატომ არის ასე ჩუმად, ჩვენი ნახვა არ გაუხარდა-მეთქი? რაღაცნაირ ეჭვებს რომ აჩენს, ისე იყო ჩუმად. მას ეს დაგეგმილი ჰქონდა, – აცხადებს ხათუნა ნაჭყებია.

 

კაცს, რომელმაც ცოლი ავტობუსში მოკლა  20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

მსგავსი თემები