მსახიობ ალეკ ბოლდუინს ბრალი წაუყენეს

ცნობილ მსახიობს, ალეკ ბოლდუინს წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს.  ბოლდუინს ბრალი ედება უსაფრთხოების ნორმების “უგუნური” უგულებელყოფისთვის, რამაც გამოიწვია ოპერატორ ჰალინა ჰატჩინსის სიკვდილი ფილმის “Rust” გადასაღებ მოედანზე, ნიუ მექსიკოში 2021 წელს.

რაიონულმა პროკურორმა,მსახიობს ბრალი წაუყენა თვეების განმავლობაში მიმდინარე მსჯელობის შემდეგ, ჰქონდა თუ არა მას საკმარისი მტკიცებულება, რომ ბოლდუინი მოქმედებდა დანაშაულებრივი დაუდევრობით.

პროკურორმა ანალოგიური ბრალი წაუყენა გადამღები ჯგუფის წევრ ჰანა გუტიერეშ-რიდს, რომელიც პასუხისმგებელი იყო რეკვიზიტად გამოყენებული იარაღის უსაფრთხოებაზე.

ბრალდება ითვალისწინებს  5 წლით თავისუფლების აღკვეთას. ეს იმ შემთხვევაში, თუ პროკურორები დაარწმუნებენ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, რომ ბოლდუინი მოქმედებდა სხვების უსაფრთხოების განზრახ უგულებელყოფით.

ცნობისთვის, შემთხვევა 22 ოქტომბერს მოხდა. ჰოლივუდის მსახიობის და რეჟისორის, ალეკ ბოლდუინის მიერ გადასაღებ მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი კი დაიჭრა.

მსგავსი თემები