,,აშშ-ის პრეზიდენტს კონფლიქტის დასრულების გასაღები აქვს”- დიმიტრი პესკოვი

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტს შეუძლია რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დასრულების გასაღები აქვს.

მისი თქმით, თეთრი სახლის ამჟამინდელ ხელმძღვანელს არ სურს ამ გასაღების გამოყენება, და „პირიქით, ის ირჩევს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაგრძელების გზას”.

„თეორიულად, ბატონი ტრამპი შორს არ არის სიმართლისგან. აშშ-ის პრეზიდენტს შეუძლია ამ კონფლიქტს ძალიან სწრაფად მოუღოს ბოლო, თუკი ის გამოიყენებს შესაძლებლობას და კიევის რეჟიმს მითითებებს მისცემს. საკმარისია, ვაშინგტონიდან კიევის რეჟიმს შესაბამისი ინსტრუქციები ჰქონდეს და ეს ყველაფერი შეიძლება დასრულდეს. რა თქმა უნდა, არც ერთ დღეში, არც ორში, მაგრამ კიევის რეჟიმის გასაღები დიდწილად ვაშინგტონის ხელშია“, – განაცხადა პესკოვმა.

მსგავსი თემები