პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, რომ პუტინი უკრაინის შემდეგ სხვა ქვეყნისთვის ემზადება

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტის მორიგ გეგმებზე საუბრობს და აცხადებს, რომ უკრაინის შემდეგ სხვა ქვეყნის ჯერი დადგება.

„დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა მისთვის მხოლოდ პირველი ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, რომ ის დიდ ომს აწარმოებს. ის ფიქრობს, კარგი, ახლა უკრაინაში არ გამოდის, მაგრამ დაველოდებით, მსოფლიო არ დარჩება ერთიანი, ისინი დაიღლებიან და მე კიდევ უფრო შორს წავალ. დარწმუნებული ვარ, უკრაინის შემდეგ იქნება შემდგომი ნაბიჯები, იქნება სხვა ქვეყნები, თუ ჩვენ წინააღმდეგობას ვერ გავუწევთ. ვფიქრობ, მოვახერხებთ, მივიღებთ მხარდაჭერას და გავიმარჯვებთ“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მსგავსი თემები