ზელენსკის განცხადებით, პუტინთან მოლაპარაკება მისთვის საინტერესო არ არის

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკების წინააღმდეგია. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, პუტინი მისთვის არაფერს წარმოადგენს და არავინაა.

„არ ვარ დაინტერესებული შეხვედრით და საუბრით. ეს იმიტომ, რომ ჩვენ გვქონდა შეხვედრა მასთან „ნორმანდიულ ფორმატში“, ეს იყო სრულმასშტაბიანი შემოჭრამდე. ვნახე ადამიანი, რომელიც ერთს ამბობდა და  მეორეს აკეთებდა. ვერ ვხვდები ეს მისი გადაწყვეტილებებია თუ ვინმე სხვისი. მერე რა, რომ შევხვდეთ, ხელი ჩამოვართვათ? არ არის საინტერესო. ვესაუბროთ? ნამდვილად არ მესმის, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს რუსეთში. ვინ არის ის ახლა. სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ ის ჩემთვის არავინაა, არავინ“, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

მსგავსი თემები