,,მნიშვნელოვანია, თითოეულმა ქვეყანამ გადაწყვიტოს, რისი გაკეთებაა მისთვის მოსახერხებელი”- კელი დეგნანი

,,ჩვენ მუდმივად მოვუწოდებთ საქართველოსაც და უკრაინასაც, რომ მნიშვნელოვანი საკითხები პირადად განიხილონ და არა საჯაროდ,” – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

ელჩის თქმით, საქართველომ ბევრი გააკეთა ჰუმანიტარული თვალსაზრისით, საერთაშორისო ფორუმზე უკრაინისთვის ხმის მიცემით, მნიშვნელოვანია, თითოეულმა ქვეყანამ გადაწყვიტოს, რისი გაკეთებაა მისთვის მოსახერხებელი.

„აშშ-მა სთხოვა ყველა თავის პარტნიორს და მოკავშირეს, ნახონ, რისი გაკეთებაა მათთვის მოსახერხებელი უკრაინის მხარდასაჭერად და საქართველომ ბევრი რამ გააკეთა, განსაკუთრებით ჰუმანიტარული თვალსაზრისით, საერთაშორისო ფორუმზე ხმის მიცემით. მნიშვნელოვანია, თითოეულმა ქვეყანამ გადაწყვიტოს, რისი გაკეთებაა მათთვის მოსახერხებელი. ვფიქრობ, ყველა ძალიან კარგად აცნობიერებს იმ სენსიტიურ ვითარებას, რომელშიც საქართველო იმყოფება, რადგან თქვენი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ასეთია კონტექსტი და ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს და უკრაინას, განიხილონ ეს საკითხი პირადად“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მსგავსი თემები