ავღანეთში ყოფილი პარლამენტარი ქალი მოკლეს

ყოფილი ავღანელი ქალი დეპუტატი, მურსალ ნაბიზადა, დაცვის ერთ-ერთ წევრთან ერთად, საკუთარ სახლში მოკლეს.

ქაბულის პოლიციის პრესსპიკერის, ხალიდ ზადრანის განცხადებით, დაჭრილია ყოფილი პარლამენტარის ძმა და მისი დაცვის წევრი, დაცვის კიდევ ერთი წევრი კი შემთხვევის ადგილიდან ფულითა და ძვირფასეულობით მიიმალა. მას მკვლელობის მოტივზე არ უსაუბრია.

მურსალ ნაბიზადა პარლამენტის წევრად 2019 წელს აირჩიეს. ის ერთ-ერთი იყო, ვინც ქაბულში დარჩნენ მას შემდეგ, რაც „თალიბანმა“ 2021 წლის აგვისტოში დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ავღანეთის მთავრობა დაამხო და ძალაუფლება ხელში ჩაიგდო.

მსგავსი თემები