დნიპროში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა

უკრაინის ქალაქ დნიპროში რუსეთის მიერ 14 იანვარს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა.

„ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მტრის თავდასხმას კორპუსის 35 მცხოვრებლის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან ორი ბავშვია. გადარჩენილია 39 ადამიანი, დაშავებულია 75. დაშავებულებს შორის 14 ბავშვია. კიდევ 35 მცხოვრებლის ბედი უცნობია. ნანგრევების ქვეშ ადამიანების ძებნა გრძელდება“,- განაცხადა დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვალენტინ რეზნიჩენკომ.

ცნობისთვის, რუსეთის ძალებმა დნიპროში, მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო თავდასხმა 14 იანვარს განახორციელეს.

მსგავსი თემები