,,აუცილებელია, რუსეთის აგრესიას მიმდინარე წელს ბოლო მოეღოს”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საფრანგეთს უკრაინის მიმართ ევროპული თავდაცვის მხარდაჭერა ახალ დონეზე აჰყავს.

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ რუსეთის აგრესიას მიმდინარე წელს ბოლო მოეღოს.

„ჩვენ მივიღებთ უფრო მეტ ჯავშანმანქანას, მათ შორის ფრანგული წარმოების ბორბლიან ტანკებს. ეს არის ის, რაც მკაფიო სიგნალს უგზავნის ყველა ჩვენს პარტნიორს: არ არსებობს რაციონალური მიზეზი იმისა, რომ უკრაინას ჯერ არ მიეწოდება დასავლური მოდელის ტანკები.

ახალ რამშტეინამდე ასეთი სიგნალი ძალიან აქტუალურია. აუცილებელია, ამ წელს ბოლო მოეღოს რუსეთის აგრესიას და არ გადაიდოს თავდაცვითი შესაძლებლობა, რომელსაც შეუძლია, დააჩქაროს ტერორისტული სახელმწიფოს დამარცხება. თანამედროვე დასავლური ჯავშანტექნიკა, დასავლური სტილის ტანკები – ეს არის ერთ-ერთი მთავარი შესაძლებლობა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები