,,ერთადერთი რუსები, რომლის თავისუფლებისთვისაც რუსეთი ომობს, მის საზღვრებს გარეთ ცხოვრობენ”- კაია კალასი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის განცხადებით, განათლების მიღების ენა  ეროვნული უსაფრთხოების საკითხია.

ესტონეთის პრემიერის განმარტებით, ქვეყანაში საგანმანათლებლო სისტემის ესტონურ ენაზე გადაყვანის ახალ გადაწყვეტილებასა და უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არსებობს.

,,კავშირი იმ მხრივ არსებობს, რომ განათლება – ეს უსაფრთხოების საკითხია. რას შვება რუსეთი? ის ცდილობს სხვა ქვეყნებში რუსულენოვნების “გათავისუფლებას” – ხალხის, რომლებსაც არანაირი გათავისუფლება არ სჭირდება. ასეთი ხუმრობა გამიგია: “ერთადერთი რუსები, რომლის თავისუფლებისთვისაც რუსეთი ომობს, მის საზღვრებს გარეთ ცხოვრობენ”. რუსეთის შიგნით თავისუფლების მხრივ საქმეები არც ისე კარგადაა. თუმცა ნათელია, რომ არის განსაკუთრებული გამიზნული პროპაგანდა – და, ვთქვათ, ისტორიის გაშუქება. და ეს უსაფრთხოების საკითხია”, – აღნიშნა კალასმა.

მსგავსი თემები