რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიიჩნევს, რომ აშშ ვლადიმერ პუტინის ლიკვიდაციით იმუქრება. ამის შესახებ ლავროვმა „ტასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, კრემლზე გამანადგურებელი დარტყმის მიტანის შესახებ პენტაგონის ოფიციალური პირების განცხადებები პუტინის ფიზიკური განადგურების საფრთხეზე მიუთითებს.
„თუ ასეთი იდეები ვინმეს თავში მოსდის, ეს ვიღაც კარგად უნდა დაფიქრდეს ამის შედეგებზე“, – განაცხადა ლავროვმა.