,,თუ მიშა სააკაშვილს რაიმე დაემართება, დამიჯერეთ, ბევრი კარი დაიხურება“ – ევროპარლამენტარი

,,თუ მიშა სააკაშვილს რაიმე დაემართება, დამიჯერეთ, ბევრი კარი დაიხურება“-  ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, პეტრას აუსტრევიჩუსმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტში, დღეს დაგეგმილი დებატები  შეეხება საქართველოს ევროპულ მიმავალს,  დეოლიგარქიზაციასაც და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასაც.

„ჩვენი გზავნილი ძალიან მკაფიოა, არ შეიძლება ისე უმკურნალო ადამიანს, როგორც მიხეილ სააკაშვილს ექცევიან, ეს არაადამიანური და არაცივილურია. საქართველოს ლიდერშიპმა ჰუმანურობა უნდა აჩვენოს. თუ მიშა სააკაშვილს რაიმე დაემართება, დამიჯერეთ, ბევრი კარი დაიხურება“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მსგავსი თემები