,,სახელმწიფო ვალდებულია ყველა პატიმარს აღმოუჩინოს შესაბამისი დახმარება”- პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი მსხილაძის განცხადებით, სახელმწიფო ვალდებულია ყველა პატიმარს აღმოუჩინოს შესაბამისი დახმარება.

მსხილაძემ უპასუხა კითხვას, არის თუ არა სახელმწიფო პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

„სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება არამარტო პატიმარს, ყველა ადამიანს აქვს. რა თქმა უნდა, ყველა პატიმარს, რომელიც იხდის სასჯელს, სახელმწიფო ვალდებულია აღმოუჩინოს შესაბამისი დახმარება და გაუწიოს შესაბამისი მკურნალობა. ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით,“ – განაცხადა მსხილაძემ.

მსგავსი თემები