ინდონეზიაში ქორწინების გარეშე სექსი კანონით აკრძალეს

ინდონეზიის პარლამენტმა დაამტკიცა სისხლის სამართლის კოდექსის ახალი რედაქცია, რომელიც კრძალავს ქორწინების გარეშე სექსს არა მხოლოდ ქვეყნის მოქალაქეთათვის, არამედ ტურისტებისთვისაც.

შესაბამისი მუხლის დარღვევის შემთხვევაში დამნაშავეს ერთწლიანი პატიმრობა ემუქრება.

ხელისუფლება აცხადებს, რომ კოდექსის ახალი რედაქცია, რომლის მიზანია „ინდონეზიური ფასეულობების გაფრთხილება“, ძალაში სამ წელიწადში შევა.

კანონსაწინააღმდეგო სექსის შესახებ ”დაბეზღება” შეუძლიათ მხოლოდ ეჭვმიტანილების მშობელს ან შვილს.

კანონმდებლობაში ცვლილებას მხარი დაუჭირა ყველა პარტიამ.

 

მსგავსი თემები