კლუბები მთავრობას არ ემორჩილებიან და თვითნებურად იხსნებიან

ღამის კლუბების დაანონსებული გახსნის მიუხედავად საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით გუშინ შეცვალა, რასაც კლუბების მხრიდან ძალიან დიდი პროტესტი მოჰყვა.

საკლუბო სექტორის წარმომადგენლები  მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ და ღამის კლუბების მიმართ არსებული შეზღუდვების გახანგრძლივება გააპროტესტეს. მათი მთავრი მოთხოვნა დაგეგმილი ღონისძიების ჩატარება და აღებული ვალდებულებების შესრულება იყო.

“საკლუბო სექტორი ერთადერთი სფეროა, რომელიც  ყველას მდგომარეობაში შევიდა და ძალიან გონივრულად მოიქცა. ამდენი ხანი დაველოდეთ, ყველა გავითვალისწინეთ. ფინანსურად ძალიან დიდ წნეხში და ვალებში ვართ. ახალი წლიდან ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ მუშაობა,” – აღნიშნა კლუბ  “ხიდის” დამფუძნებელმა, თამუნა აქსანდერმა.

“ეს იყო უკვე მე-4 თუ მე-5 მოტყუება მთავრობის მხრიდან, როდესაც საკოორდინაციო საბჭო იკრიბებოდა ხოლმე ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ კლუბების საკითხი ჩვენს სასიკეთოდ უნდა გადაწყვეტილიყო. გუშინდელი დღე იყო დამაგვირგვინებელი იმიტომ, რომ ვიცოდით ეს თემა უკვე გადაწყვეტილი იყო და გახსნის ნება ისევ არ მოგვცეს. ჩვენ შევიკრიბეთ და გავავრცელეთ განცხადება, რომ თავებს ვეღარ მოვიტყუებთ, ეს სფერო 22 თვეა გაჩერებულია და ერთადერთია, რომელსაც მუშაობის შანსი არასდროს მიეცა და ახლა ..ომიკრონის” თემის ,,შემოგდებით” ჩვენ ვერ შევეგუებით ამ მდგომარეობას, ასე რომ უქმეებიდან მოყოლებული ყველა კლუბი აგრძელებს იმ პროტოკოლის მიხედვით მუშაობას, რომელიც დადგენილია, ეს გვაქვს უკვე შეთანხმებული გარკვეულ უწყებებთან.

ჩვენ გავამკაცრეთ კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ადამიანებს შეუძლიათ კლუბებში შესვლა. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაცრი კარის პოლიტიკა, სამწუხაროდ ბევრი ადამიანის უკან გაბრუნება გვიწევს, რომელიც ცდილობს, რომ კლუბში შემოვიდეს, თუმცა ჩვენ ეს ჩვენ თავზე ავიღთ და ზუსტად ვიცით იმისთვის, რომ არ გავცელდეს ვირუსი როგორ უნდა ვიმუშაოთ. ახლა ომიკრონი შემოვიდა, მერე შეიძლება სხვა ვირუსი შემოვიდეს და მთავრობის მხრიდან პარალელურ რეჟიმში არათანმიმდევრულად ხდება ამ ყველაფრის მართვა..” – განაცხადა კლუბ ,,ხიდის” წარმომადგენელმა სოფო ებრალიძემ.

მსგავსი თემები