ზუგდიდში სკოლასთან ბავშვს მანქანა დაეჯახა 18.10.2022 მედიაცენტრი მთავარი ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე, მესამე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბავშვს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, მოზარდს მსუბუქი დაზიანებები აქვს. დაშავებული კლინიკაში მძღოლმა თავად მიიყვანა. დამატებითი დეტალები უცნობია.