,,ირანი პასუხისმგებელია უკრაინელების მკვლელობებზე”- მიხაილო პოდოლიაკი

,,ირანი პასუხისმგებელია უკრაინელების მკვლელობებზე,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს.

„ირანი პასუხისმგებელია უკრაინელების მკვლელობებზე. ქვეყანა, რომელიც ჩაგრავს საკუთარ ხალხს, ახლა რუს ურჩხულებს აძლევს იარაღს მასობრივი მკვლელობებისთვის ევროპის გულში. სწორედ ამას ნიშნავს დაუმთავრებელი საქმეები და დათმობა ტოტალიტარიზმთან. შემთხვევა, როდესაც სანქციები არ არის საკმარისი“, – წერს პოდოლიაკი „ტვიტერში.“

ცნობისთვის, დღეს დილით, რუსი ოკუპანტები  უკრაინის დედაქალაქს 28 ირანული დრონით დაესხნენ. ქალაქში 5 აფეთქება მოხდა.

მსგავსი თემები