„მოდით, ომი შევაჩეროთ“ – ბელარუსის პრეზიდენტი  

ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინაში ომის შეჩერება უნდა მოხდეს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაირკვეს ვინ მტყუანია და ვინ – მართალი.

„ვიცით, რომ ომი ცუდია. მე ვთქვი, რომ მსოფლიო ახლა პრობლემით არის დაკავებული და ეძებენ პასუხს კითხვაზე, ვინ არის დამნაშავე. მომისმინეთ, შემდეგ გავარკვიოთ, ვინ არის დამნაშავე. ყოველდღე ხალხი კვდება. მოდით, ომი შევაჩეროთ და შევთანხმდეთ. შემდეგ კი გავარკვევთ, ვინ არის მართალი და ვინ – დამნაშავე“ – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბელარუსი უკრაინის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებში არ ჩაერთვება.

 

მსგავსი თემები