,,ევროკავშირმა შეცდომა დაუშვა, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭა საქართველოს”- შალვა პაპუაშვილი

საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. აი, ეს არის, რასაც ჩვენ გვეუბნებიან ყველა დედაქალაქში. ეს არის ის განწყობა, რომ თავის დროზე ევროკავშირმა შეცდომა დაუშვა, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭა საქართველოს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ეს შეცდომა გამოსწორდეს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ თუკი გადაწყვეტილება დაფუძნებული იქნება დამსახურებაზე, ევროკავშირს არ ჰქონდეს არცერთი არგუმენტი, რომ ასეთი გადაწყვეტილება არ მიიღოს. მის პოლიტიკურ ნაწილს რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებითაც იმედი გვაქვს, რომ იქნება დადებითი გადაწყვეტილება“, – განაცხადა პაპუაშვილმა „იმედის“ ეთერში.

მსგავსი თემები