ბათუმში, მშენებლობიდან კაცი გადმოვარდა და დაიღუპა

ბათუმში, ანგისის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსიდან კაცი გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დაღუპული მშენებლობაზე მუშაობდა.

სასწრაფო დახმარების ჯგუფს კახი ადგილზე გარდაცვლილი დახვდა. ადგილზე ამ დროისათვის სამართალდამცველები მუშაობენ.

მსგავსი თემები