„უკრაინელების მნიშვნელოვანი ნაწილი გაქრება, თუ უკრაინა ბრძოლას არ შეწყვეტს“ – მედვედევის მუქარა

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი უკრაინის მიმართ მუქარას აგრძელებს. მისი შეფასებით, უკრაინის ნაბიჯი ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უარეს შედეგს მოიტანს და მესამე მსოფლიო ომს დააჩქარებს.

„ზელენსკის უნდა დაჩქარებულად შევიდეს ნატო-ში. დიახ, გადასარევი იდეაა. უბრალოდ ემუდარება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს მესამე მსოფლიო ომის დაწყება დააჩქაროს“, – აცხადებს მედვედევი.

მედვედევი ნატოს გენერალურ მდივანზეც ცინიკურად საუბრობს და ამბობს: „მან აღნიშნა, რომ თუ უკრაინა ბრძოლას შეწყვეტს – გაქრება როგორც სახელმწიფო. რა ცინიკური ბიჭია – თუ არ შეწყვეტს, უკრაინელების მნიშვნელოვანი ნაწილი გაქრება“, – ასეთია მედვედევის გზავნილი.

 

მსგავსი თემები