„მზად ვართ, დავიცვათ ნატოს ყოველი მოკავშირე“ – იენს სტოლტენბერგი საგანგებო განცხადებას აკეთებს

რუსეთის მხრიდან უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში მოქცევასთან დაკავშირებით, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ამ წუთებში საგანგებო განცხადებას აკეთებს.

„უკრაინის 15%-ზე მეტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ყალბი რეფერენდუმი, რომელიც რუსეთში დაიგეგმა ყველა საერთაშორისო კანონის დარღვევა, უკანონო და არალეგალურია. ნატოს ქვეყნები არ სცნობენ არც ერთ ამ ტერიტორიას როგორც რუსეთის ნაწილს. ეს მიწები ეკუთვნის უკრაინას, დონეცკი უკრაინაა, ხერსონი უკრაინააა, ზაპოროჟიე უკრაინაა, ყირიმი უკრაინაა. უკვე მეორედ ხდება რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ძალისმიერ დაპყრობა. ეს არის რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ.

ნატო არ არის კონფლიქტის მხარე, მაგრამ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას თავდაცვით ომში. ნატოს  ალიანსი არის თავდაცვითი და მზად ვართ, დავიცვათ ყველა ნატოს მოკავშირე და ყოველი სანტიმეტრი.   პუტინი აჟღარუნებს ბირთვულ იარაღს, ეს ყოველივე წარმოადგენს სერიოზულ ესკალაციას ომის დაწყებისთვის, ეს ყველაფერი მიუთითებს სისუსტეზე“ – აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი,

შეგახსენებთ რომ რამდენიმე საათის უკან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოში გაწევრიანების განაცხადს ხელი მოაწერა.

 

მსგავსი თემები