რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებაზე თანახმაა და პროცესის გაჭიანურებაში უკრაინას ადანაშაულებს

რუსეთის საგარეო მინისტრი სერგეი ლავროვი ადასტურებს, რომ რუსეთს არაფერი აქვს საწინააღმდეგო, უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს.

როგორც ლავროვი განმარტავს, პრეზიდენტმა პუტინმა აღნიშნული პოზიციას სათათბიროს ხელმძღვანელობასთან და ფრაქციების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე ოფიციალურად დააფიქსირა.

„თათბირის მონაწილეებისადმი სიტყვით მიმართვისას პრეზიდენტმა უკრაინის „ისტორიაზე“ განაცხადა, რომ ჩვენ უარს არ ვამბობთ მოლაპარაკებებზე, მაგრამ ვინც უარს ამბობს, უნდა მიხვდეს, რომ რაც უფრო მეტხანს გააჭიანურებენ ამ პროცესს, მით უფრო გაუჭირდებათ ჩვენთან მოლაპარაკება“, – აღნიშნა ლავროვმა.

 

მსგავსი თემები