რუსეთმა უკრაინაში 51 900 ჯარისჯაცი დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 51 900 ჯარისჯაცი დაკარგა.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 51 900; ტანკი – 2 122; ჯავშანტექნიკა – 4 575; საარტილერიო სისტემა – 1 237; სარაკეტო სისტემა – 306; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 159; თვითმფრინავები – 239; ვერტმფრენი – 211; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 888; საკრუიზო რაკეტები – 214; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 3 399; გემი/ნავი/კატარღა – 15; სპეციალური აღჭურვილობა – 114.

აღნიშნული მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 9 სექტემბრამდე პერიოდს.

მსგავსი თემები