უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსი სამხედროების მორიგ იერიშს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, შვიდი კი დაშავდა.
როგორც მიკოლაევის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, დაზარალებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
„მიკოლაევის რაიონში, მტრული ქმედებების შედეგად, დაშავდა 7 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. სამწუხაროდ, არის დაღუპულიც – 8 წლის ბავშვი. ყველა დაზარალებული გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში და უტარდებათ საჭირო დახმარება“ – აღნიშნა მან.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, მიკოლევის კლინიკაში 579 დაშავებული იმყოფება.
რუსეთი მორიგი შეტევის შედეგად, მიკოლაევში სამოქალაქო ობიექტებიც დაზიანდა.