,,სახალხო დამცველის კანდიდატურის მხარდაჭერის სანაცვლოდ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ან ამნისტიას მოვითხოვდით”- იაგო ხვიჩია

,,ვაჭრობისას, როგორც წესი, ძვირს ვითხოვთ – სახალხო დამცველის კანდიდატურის მხარდაჭერის სანაცვლოდ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ან ამნისტიას მოვითხოვდით, უფრო ამნისტიას, – ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, „ქართულ ოცნებას“ ურჩევნია სხვებს ევაჭროს, რადგან ისინი უფრო იაფად აძლევენ ”გამოძრომის საშუალებას”.

„როგორც წესი, ვაჭრობაში ძვირს ვითხოვთ. „ქართულ ოცნებას“ ურჩევნია, ჩვენს კოლეგებთან ივაჭროს, ისინი უფრო იაფად აძლევენ გამოძრომის საშუალებას. სახალხო დამცველის კანდიდატურის მხარდაჭერის სანაცვლოდ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ან ამნისტიას მოვითხოვდით“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი თემები