დღეიდან „დიდუბიდან“ „სადგურის მოედნამდე“ მეტრო არ იმოძრავებს

14 აგვისტოს, თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლები იმოძრავებენ ზონალურად.  მეტროსადგურ „გოცირიძის“ მგზავრთა მოსაცდელ ბაქანზე რკინა-ბეტონის მოწყობის სამუშაოები იწყება, რის გამოც,

მერიის ინფორმაციით, მგზავრთა მომსახურება შეჩერდება მეტროსადგურ „დიდუბიდან“ „სადგურის მოედნამდე“.

მატარებლები იმოძრავებენ მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „დიდუბემდე“ და „სადგურის მოედნიდან“ „ვარკეთილამდე“. თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

 

მსგავსი თემები