საფრანგეთი ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე თანხმობას აცხადებს

ფრანგული მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტმა შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების პროტოკოლს ხელი უკვე მოაწერა.

ელისეის სასახლეში აცხადებენ, რომ ფინეთისა და შვედეთი ალიანსის წევრობა გააძლიერებს მათ უსაფრთხოებას უშუალოდ მათ სამეზობლოში არსებული საფრთხის წინაშე და არსებით წვლილს შეიტანს კოლექტიურ პოზიციასა და ევროპულ უსაფრთხოებაში.

მთლიანობაში, ამ ორ ქვეყანას 30 წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება რომ ალიანსის წევრი გახდეს. არსებული ინფორმაციით, 20 ქვეყნის პოზიტიური პასუხი უკვე არსებობს. ერთ-ერთი მთავარი კი თურქეთია, რომელიც ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას ბლოკავს, რადგანაც მათ ტერორისტების მხარდამჭერად მიიჩნევს. თურქეთი მათგან „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან” დაკავშირებული პირების ექსტრადირებას ითხოვს.

მსგავსი თემები