ბორის ჯონსონს ოდესის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს  

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ოდესის საპატიო მოქალაქეა. შესაბამის განკარგულებას ხელი ოდესის მერმა მოაწერა.

„ხელი მოვაწერე განკარგულებას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის გრიგორი მარაზლის I, II და III ხარისხის საპატიო სამკერდე ნიშნების მინიჭების შესახებ. ამრიგად, ის ოდესის საპატიო მოქალაქე ხდება”, – აცხადებს ოდესის მერი.

მისივე ინფორმაციით, ბორის ჯონსონი პირველი ბრიტანელია, რომელსაც აღნიშნული წოდება ერგო.

მსგავსი თემები