„სირცხვილია“ ღამით რუსთაველის გამზირზე დარჩენას გეგმავს  

კვირას, 3 ივლისს, მოძრაობა „სირცხვილია“ გეგმავს, რომ მთელი ღამე რუსთაველის გამზირზე გაატაროს. ორგანიზაციის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირი გაივსება და მხოლოდ ამ გზით შეიძლება ხელისუფლების იძულება, მოთხოვნები შესრულდეს.

„ბოლო დღეებში ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ადასტურებს, რომ ოლიგარქი არ აპირებს სახალხო მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ამიტომ 3 ივლისს, 20:00 საათზე, კვლავ ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე!

იმისთვის, რომ ხელისუფლებას დათმობებზე წასვლა ვაიძულოთ, ჩვენი პროტესტი უფრო მწვავე გახდება, თუმცა აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობიან და არაძალადობრივ ფორმას. სწორედ ამიტომ, ვემზადებით იმისთვის, რომ 3 ივლისს, ერთი ღამით რუსთაველის გამზირზე დავრჩეთ, რასაც კონკრეტული მიზანი ექნება. პარლამენტთან გატარებული ღამე თითოეული მოქალაქისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება, რისთვისაც დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

 

მსგავსი თემები