„უკრაინიდან საქართველოში კონტრაბანდული პროდუქტი შემოვიდა და ეს იყო სააკაშვილი“ – კობახიძე უკრაინის ბრალდებებზე

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის, ირაკლი კობახიძე ეხმიანება.

მისი თქმით, უკრაინიდან საქართველოში კონტრაბანდული პროდუქტი შემოვიდა და ეს იყო მიხეილ სააკაშვილი.

„სამწუხაროდ, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა და როგორ გადმოკვეთა ამ კონტრაბანდულმა პროდუქტმა უკრაინის საზღვარი, ეს შეგიძლიათ მოიკითხოთ. რაც შეეხება ბრალდების დამტკიცება – არ დამტკიცებას,  ეს უკრაინის ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. როდესაც რაღაცას გაბრალებენ, დამბრალებელმა თვითონ უნდა დაამტკიცოს, რამდენად არის მისი განცხადება სიმართლე. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების პოზიცია არის მარტივი – უკრაინის ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს ინფორმაციის წყარო და ამის შემდეგ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ყველაფერზე“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვინც რუსეთს მხარს დაუჭერს და დაეხმარება, აშშ მკაცრ სანქციებში მოაქცევს – კითხვა საქართველოზე

მსგავსი თემები