,,როცა ქვეყნის შიგნით არსებული „ქოც-ნაცური“ დაპირისპირება სცდება ქვეყნის ფარგლებს, ამ ქვეყნის ინტერესები ზიანდება”- იაგო ხვიჩია

„გირჩის” დეპუტატი იაგო ხვიჩია „ევროპის სახალხო პარტიის” განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, ქვეყნის შიგნით არებული პოლიტიკური დაპირისპირება ზიანს აყენებს ქვეყნის ინტერებსებს.

„როცა ქვეყნის შიგნით არსებული „ქოც-ნაცური“ დაპირისპირება სცდება ქვეყნის ფარგლებს, ამაში ერევიან ჩვენი ქვეყნის პარტნიორები და ზიანდება ამ ქვეყნის ინტერესები. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევა არც პირველია და არც უკანასკნელი. არ არსებობს დრო, როცა „ქოც-ნაცური“ ჩხუბი ქვეყანას მოუხდებოდა, მაგრამ ბოლო 10 წელია ამ რეალობაში ვცხოვრობთ და სულ მნიშვნელოვანი დროა ჩემი აზრით ქვეყნისთვის, ახლაც მნიშვნელოვანი დროა და ერთი წლის წინაც მნიშვნელოვანი იყო, მომავალშიც ასე იქნება. საჩხუბრად დროს არ უნდა ვხარჯავდეთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, „ევროპის სახალხო პარტიამ” გაავრცელა განცხადება, სადაც საუბარია, რომ საქართველოში არაფორმალურმა, ოლიგარქიულმა მმართველობამ კარგ მმართველობას ძირი გამოუთხარა.

მსგავსი თემები