,,გასამარჯვებლად უკრაინას სჭირდება წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის დახმარება”- სურია ჯეიენთი

აღმოსავლეთ ევროპის ენერგეტიკული პოლიტიკის ექსპერტმა, სურია ჯეიენთიმ  ,,Time-ს” განუცხადა, რომ უკრაინა გაცილებით უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე ამის შესახებ მსოფლიომ იცის. მისი თქმით, უკრაინას წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის დახმარება და მხარდაჭერა სჭირდება.

,,განსხვავება მოლოდინებსა და უკრაინის სამხედროების გასაოცარ გამძლეობას შორის აადვილებს არსებული სიტუაციის არასწორ ინტერპრეტაციას უკრაინის სასარგებლოდ. უკრაინა გაცილებით უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე ამის შესახებ საყოველთაოდ ცნობილია და სჯერათ. რეალურად გასამარჯვებლად, უკრაინას სჭირდება და კვლავაც დასჭირდება წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის დახმარება და მხარდაჭერა. ჩვენ გვიყვარს დაჩაგრულები. ჩვენ გვიყვარს გაბედული ახალგაზრდა კაცი, რომელიც შანსების სიმწირის მიუხედავად, წარმატებას აღწევს. ეს იმედს გვიმყარებს და საშუალებას გვაძლევს ვიგრძნოთ, რომ მორალურად აღმატებულ მხარეს ვდგავართ. სწორედ ამიტომაა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ასე წარმატებით აპელირებს მსოფლიოზე. შანსების წინააღმდეგ მისმა ასეთმა დაუმორჩილებლობის გამო, მხარს ვუჭერთ მას ჩაგვრის წინააღმდეგ,” – აღნიშნავს ექსპერტი.

მსგავსი თემები