,,თუ ნაციონალური მოძრაობა არ იქნება საქართველოს პარლამენტში ამით ქართული პოლიტიკა იხეირებს”- გიორგი ამილახვარი

,,ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნონა მამულაშვილის ინიციატივას ოპოზიციური სპექტრის მიერ პარლამენტის დატოვებასთან დაკავშირებით, მმართველ პარტიაში აფასებენ.

 პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ამილახვრის განცხადებით, ,,ნაციონალური მოძრაობა” თუ დატოვეს პარლამენტს ,,ქართული პოლიტიკა იხეირებს”.

,,ჩვენ ხშირად ვართ მომსწრე სცენარის, როდესაც ოპოზიცია გადადის ბოიკოტში და კვლავ უბრუნდება პარლამენტს. ეს ამ მოწვევის პარლამენტში უკვე მეორედ ვნახე და როგორც ჩანს 2024-მდე კიდევ ბევრჯერ ვიხილავთ. ჩვეულებრივი პოლიტიკური კეკლუცობის და პოლარიზაციის გაღრმავების მაგალითი, სხვა ადგილი ამას რეალურ პოლიტიკასთან არ აქვს, საერთოდაც, პირდაპირ გეტყვით, თუ “ნაციონალური მოძრაობა” არ იქნება საქართველოს პარლამენტში და პოლიტიკაში, ამით პირიქით, ქართული პოლიტიკა იხეირებს,” – აღნიშნა  ამილახვარმა.

მსგავსი თემები