,,ჩვენი მოთხოვნაა მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ გადაიყვანონ”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა “ვივა მედში” გადაიყვანეს. ადგილზე ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა ყოფილი პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია.

ალასანიას განცხადებით, მის მთავარ მოთხოვნად კვლავ, სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა რჩება.

,,ექიმების მხრიდან ვისმენ, რომ აქ არ არის ის გამოცდილება, რომელსაც მისი დაავადებები მოითხოვს. ცხრა არის უკვე დიაგნოზი, ამიტომ არის საჭირო მისი საზღვარგარეთ გადაყვანა, უცხოეთშიც ყველა კლინიკაში არ ხდება მკურნალობა. ჩვენი მოთხოვნა არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ უნდა გადაიყვანონ და ადამიანი მოარჩინონ ბოლოს და ბოლოს,” – განაცხადა გიული ალასანიამ.

მსგავსი თემები