დიდი ბრიტანეთი 57 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს უკრაინისთვის

დიდმა ბრიტანეთმა დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა უკრაინისა და მის საზღვრებში მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად.

საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ თრასის განმარტებით, 45 მილიონი ფუნტის (57 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების დახმარების პაკეტი გადაეცემა გაეროს სააგენტოებსა და საქველმოქმედო ორგანიზაციებს, რომლებიც ძალადობის მსხვერპლ ქალებსა და ბავშვებს ეხმარებიან.

“ბრიტანული დახმარება უკრაინაში ყველაზე დაუცველებს უჭერს მხარს, განსაკუთრებით ქალებსა და ბავშვებს, რომლებიც სექსუალური ძალადობისა და ექსპლუატაციის გაზრდილი რისკის წინაშე დგანან”, – განაცხადა ლიზ თრასმა.

მსგავსი თემები