ევროკავშირი უკრაინისთვის მარშალის ევროპულ გეგმას განახორციელებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმაინტერფაქს უკრაინასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინისთვის მარშალის ევროპულ გეგმის განხორციელებას იწყებს.

შარლ მიშელი მიიჩნევს, რომ დონორთა კონფერენცია, რომელიც პოლონეთის დედაქალაქში გაიმართება, გახდება საწყისი წერტილი უკრაინის ევროპული მარშალის გეგმისთვის.

„ეს ზუსტად ის არის, რაც უნდა გავაკეთოთ, ჩვენ უნდა გავუგზავნოთ ძალიან ძლიერი სიგნალი, რომ მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. უკრაინას არა მხოლოდ სიტყვით დავუჭიროთ მხარი, ეს საკმარისი არაა – საჭიროა გადაწყვეტილებები, საჭიროა ფული, ძლიერი კოორდინაცია და გვჭირდება პოლიტიკური ნება. ჩვენ ამ კონფერენციაზე საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა გვსურს, რათა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მრავალ დონორს მივცეთ შესაძლებლობა, გამოავლინოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის ხელისუფლებამ მიიღოს მაქსიმალური მხარდაჭერა მოსახლეობის ჰუმანიტარული დახმარებით უზრუნველყოფისთვის, ასევე, მნიშვენლოვანია უკრაინის ბიუჯეტის მხარდაჭერა გრანტებითა და კრედიტებით, რომ ქვეყანამ შეძლოს ეკონომიკის დონის შენარჩუნება მაქსიმალურ დონეზე.

მსგავსი თემები