უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან, კერძოდ კი „ნდობის ფონდიდან“ 495 მილიონი ევროს საგრანტო თანხა მიიღო. აღნიშნული გრანტი ქვეყანას ეკონომიკური აღდგენისთვის გამოუყვეს.
უკრაინის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით: „უკრაინამ საგრანტო თანხების კიდევ ერთი ნაწილი მიიღო 495 მილიონი ევროს ოდენობით. თანხები გამოიყო მსოფლიო ბანკის დონორთა ნდობის ფონდიდან უკრაინის ეკონომიკური აღდგენის სფეროში განვითარების პოლიტიკის მეორე სასესხო პროგრამის ფარგლებში“,- ვკითხულობთ განცხადებაში.