„ხელისუფლებას გავაგონებთ ხმას, რომ მიშა სააკაშვილი არ არის დასაკარგი“ – გიორგი სააკაშვილი  

„სიტუაცია ზე-კრიტიკულია. საქმე ეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელსაც ლომის წვლილი მიუძღვის საქარველოს განვითარებაში. დინამიკას რომ ვუყურებთ, შეიძლება გადამწყვეტი იყოს დღეები, ჩვენ არც შეწყალებას, არც მსგავს რამეს არ ვითხოვთ, საუბარია, სასჯელის გადავადებაზე, გავუშვათ მიშა სააკაშვილი სამკურნალოდ“ – ეს განცხადება პატიმრობაში მყოფი სააკაშვილის ძმამ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გააკეთა.

პრეზიდენტის ორივე ძმა ჟურნალისტებს ხვდება და მოქმედების სტრატეგიას აცნობს. ისინი ყველას სთხოვენ, მათი ოჯახის მდგომარეობაში შევიდნენ.

„აქ საუბარია სიცოცხლეზე. სიტუაცია საკმაოდ მძიმე, კრიტიკულია, ვინაიდან ჩემი ძმა, დღეს უკვე სასამართლო პროცესზეც ვერ იმყოფებოდა, საკვების მიღება უჭირს, ღებულობს მარტო წყალს და დღეს ვისმენთ „ქართული ოცნების“ მესვეურებისგან, რომ არაფერი არ ხდება ისეთი, რომ ის არის ჩვეულებრივი პატიმარი, მიიღოს არაჟანი და რძე, ქილიკი მიდის ბატონი კობახიძისგან, ასევე, მესმოდა სხვა წარმომადგენლებისგან, რაც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენი ოჯახისათვის, ჩვენ ვერ ავიტანთ დაცინვას, საქმე ეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელსაც ლომის წვლილი მიუძღვის საქართველოს განვითარებაში“ – აღნიშნა გიორგი სააკაშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ვისი მომხრეა. მთავარია ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა.

„მივმართავ აბსოლუტურად ყველას. არ აქვს მნიშვნელობა, „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეა, მიშა სააკაშვილის მომხრეა, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს მივმართავ – შემოდით, ჩვენი ოჯახის მდგომარეობაში, აქ საუბარია სიცოცხლეზე, აქ საუბარია ადამიანზე. ყველანი უნდა გავერთიანდეთ. აუცილებლად ჩავალ აქციაზე, რომელიც ბათუმში, 6 მაისსაა დაგეგმილი. ხელისუფლებას გავაგონებთ ხმას, რომ მიშა სააკაშვილი არ არის დასაკარგი,

ეს არის ადამიანი, რომელიც უნდა გადავარჩინოთ. ასევე მივმართავ, „ქართული ოცნების“ მომხრეებსაც, იგივე შეიძლება მოხდეს თქვენთანაც, იგივე შეიძლება განმეორდეს თითოეულ თქვენ ოჯახში, აქ არ ვითხოვთ ჩვენ არც შეწყალებას, არც მსგავს რამეს. საუბარია, სასჯელის გადავადებაზე, გავუშვათ მიშა სააკაშვილი სამკურნალოდ, რომელიც ამ ეტაპზე ძალიან საჭიროა“ – განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

„მიშას არ მოგაკვლევინებთ, ის არის თანამედროვე საქართველოს აღმაშენებელი“ – დავით სააკაშვილი

 

მსგავსი თემები