„უბრალოდ არ არსებობს არგუმენტი, შენ კლავდე ადამიანს ციხეში”- ნიკა მელია

,,მიხეილ სააკაშვილი ვერ იქნება ტყვეობაში, ის აუცილებლად იქნება გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ,” – „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ, აღნიშნული კომენტარი საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მისივე განცხადებით, შეხვედრაზე ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხი ძირითადად მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა იყო.

„უბრალოდ არ არსებობს არგუმენტი. შენ კლავდე ადამიანს ციხეში, არსებობდეს ამის მტკიცებულებები და ჯიუტად საუბრობდე, რომ ეს ადამიანი უნდა იყოს ტყვეობაში. ეს ადამიანი ვერ იქნება ტყვეობაში, ის აუცილებლად იქნება გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ. კობახიძე და სხვები რაზეც არ უნდა საუბრობდნენ და იხტიბარს არ იტეხავდნენ, რომ სააკაშვილმა 6-წლიანი სასჯელი უნდა მოიხადოს, ეს გამორიცხულია. ჩემზე კარგად იციან ეს. ისინი ელაპარაკებიან საკუთარ ამომრჩევლებს, მხარდამჭერებს და არ უნდათ, რეალობას თვალი გაუსწორონ. მათ აუცილებლად მოუწევთ სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი თემები