ბუჩაში დანაღმულია სახლები, ქუჩები, ტექნიკა და ცხედრებიც კი  

ქალაქ ბუჩაში ამ დრომდე რჩებიან რუსი დივერსიული ჯგუფები, რომლებიც სამოქალაქო ტანსაცმლით გადაადგილდებიან და ყველაფერს ნაღმავენ.

„აქტიურად მოდის შეტყობინებები მოქალაქეებისგან –  შეუძლიათ  თუ არა ქალაქში დაბრუნება. ქალაქი ბუჩა ოკუპირებულია,  ის არ არის უსაფრთხო. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ქალაქიდან მძიმე ტექნიკა გაიყვანეს, მაგრამ, რჩებიან დივერსიული ჯგუფები და რუსი ჯარისკაცები. ისინი სამოქალაქო ტანსაცმელში არიან გამოწყობილები და დივერსიულ აქტებს გეგმავენ. ეს ტერიტორია  მთლიანად დანაღმულია. ნაღმავენ  სახლებს,  ქუჩებს, ტექნიკას, ცხედრებსაც კი. არ მიუახლოვდეთ უცხო საგებს, არ შეეხოთ ტექნიკას“ – აცხადებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი.

მსგავსი თემები