„რუსეთმა უნდა დაასრულოს უაზრო ომი“ – იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო არის ერთიანი უკრაინის საკითხთან დაკავშირებით და ცალსახაა, რომ რუსეთმა უნდა დაასრულოს უაზრო ომი.

„რუსეთმა უნდა დაასრულოს უაზრო ომი, გამოიყვანოს თავისი ჯარები და კეთილი ნებით ჩაერთოს მოლაპარაკებებში. ნატოს ძირითადი ამოცანაა ყველა მოკავშირის დაცვა. ჩვენ დამატებით ათასობით ჯარისკაცი გადავისროლეთ ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე. ნატო არის ერთიანი და ძლიერი“ – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მისივე თქმით, რუსეთი არ ასრულებს იმ განცხადებებს, რასაც თავად ახმოვანებს და ძალების გადახალისებას ახდენს.

„ველოდებით უფრო დიდ შეტევას, რომელიც მეტ ტანჯვას მოიტანს“ – სტოლტენბერგი რუსეთზე

მსგავსი თემები