უკრაინის საგარეო უწყება ჩინეთს მიმართავს

უკრაინის საგარეო მინისტრი დმიტრო კულება რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ჩინეთს მიმართავს და მოუწოდებს, ომის დასრულებაში მეტი აქტიურობა გამოიჩინოს.

,,ათწლეულების განმავლობაში, უკრაინა-ჩინეთის ურთიერთობები ურთიერთპატივისცემას, გაგებასა და სარგებელს ეფუძნება. ჩვენ ვიზიარებთ პეკინის პოზიციას, უკრაინის წინააღმდეგ ომის, პოლიტიკური გადაწყვეტის აუცილებლობის შესახებ და მოვუწოდებთ ჩინეთს, როგორც გლობალურ ძალას, ამ ძალისხმევაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს”, – აცხადებს კულება.

 

მსგავსი თემები